ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის – რა საკითხები განიხილეს ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
საქართველოში ვიზიტამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოლდოვაში იმყოფებოდა. თბილისიდან  კი ის უკრაინაში გაემგზავრება.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა. 

შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს ესტუმრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. პრეზიდენტის გარდა, ​ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შარლ მიშელის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მასმედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და მისთვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მომავალშიც გააგრძელოს ევროპული და დემოკრატიული გზა. ამიტომაც საჭიროა, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიის კუნძული, კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შარლ მიშელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში, ისევე, როგორც მოლდოვასა და უკრაინაში, არის ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისადმი ერთგვარი პარტნიორობის მესიჯი.

„ევროკავშირის სურვილია დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. მინდა ჩემი აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ მხარდაჭერა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას დაესწრება, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს შეხვედრას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0