ქობულეთის ერთ-ერთმა ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – მიზეზი პედაგოგის ინფიცირებაა

© Sputnik / STRINGERსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა, გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირაში მიიღო.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ქობულეთის N2 საბავშვო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო სააღმზრდელო პროცესი დღეს ვერ განახლდა. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

საქართველოს მასშტაბით 1 მარტიდან საბავშვო ბაღებში აღდგა სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად წარიმართება.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 1 მარტიდან განაახლებენ

საქართველოს მთავრობამ კოვიდ-ინფექციის გავრცელების კლების გამო შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი გეგმა გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში გეგმური შემოწმების ფარგლებში 596 ბაღის თანამშრომელს PCR კვლევა ჩაუტარდა, აქედან კოვიდ-ინფექცია მხოლოდ ერთ თანამშრომელს გამოუვლინდა. ინფიცირების ფაქტსა და სააღმზრდელო პროცესის დროებით გადავადებასთან დაკავშირებით N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს ინფორმაცია დროულად მიაწოდეს.

რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან საქართველოში>>

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტის დანარჩენ 28 საბავშვო ბაღს, ყველა მათგანში სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების დაცვით განახლდა.

ყველა ახალი ამბავი
0