https://sputnik-georgia.com/20210301/ra-SezRudvebi-ixsneba-1-martidan-251031596.html
რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან საქართველოში
რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან საქართველოში
Sputnik საქართველო
საქართველოში მუშაობას იწყებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები, იხსნება სკოლამდელი დაწესებულებები, სტუდენტებისთვის ნებადართულია პრაქტიკული და ლაბორატორიული... 01.03.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-03-01T09:33+0400
2021-03-01T09:33+0400
2023-08-17T18:10+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23825/98/238259844_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_6858a56f216b00c74f8e674a49e4aea1.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23825/98/238259844_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_fab455f69d7dd9b9e95c4a22e518d1e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან საქართველოში
09:33 01.03.2021 (განახლებულია: 18:10 17.08.2023) საქართველოში მუშაობას იწყებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები, იხსნება სკოლამდელი დაწესებულებები, სტუდენტებისთვის ნებადართულია პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები უმაღლეს სასწავლებლებში.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში ორშაბათიდან, 1 მარტიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესდა.
როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები: ამირან გამყრელიძის პროგნოზი>>
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპობრივი გეგმა გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა.
ორშაბათიდან:
- იხსნება მუზეუმები და ბიბლიოთეკები
- ბათუმის რესტორნებში დასაშვებია მუშაობა შენობებში (გარდა შაბათ-კვირისა)
- ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება
- ფუნქციონირებას იწყებენ საბავშვო ბაღები
- უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება
ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი>>
ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც.