როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები: ამირან გამყრელიძის პროგნოზი

© photo: Sputnikაბრა მაღაზიაში კორონავირუსის შესახებ
აბრა მაღაზიაში კორონავირუსის შესახებ - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგის თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში სტაბილური ეპიდსიტუაციაა და კორონავირუსის მესამე ტალღა მოსალოდნელი არ არის

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება შესაძლებელი იქნება 1-2 კვირაში, თუ ამის საშუალებას ეპიდვითარება მოგვცემს, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში 1 მარტიდან ბევრი შეზღუდვა მოიხსნება: გაიხსნება მუზეუმები, საბავშვო ბაღები, ფიტნეს-დარბაზები. უქმდება შაბათ-კვირის კარანტინი. ამ კვირაში სრული დატვირთვით ამუშავდა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

„ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, სერიოზული შემსუბუქება გამოცხადდა, ამიტომ 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. ეს შეზღუდვები რა სტიმულს მისცემს ინფექციის გავრცელებას. ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქება. ხვალ და ზეგ ეს არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
საქართველოში კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა მომდევნო კვირაში დაიწყება: მიზნები

რაც შეეხება მესამე ტალღას, მისი პროგნოზებით, თუ მარტი და აპრილი აფეთქებების გარეშე ჩაივლის, ის ნაკლებად სავარაუდოა.

„დასაშვებია, რომ ჩვენთანაც „ბრიტანული შტამის“ მეტი გავრცელება იყოს, მას გავრცელების მეტი სისწრაფე ახასიათებს, უფრო ახალგაზრდა ადამიანებს აზიანებს, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა. მაგრამ ჩვენ ახლა დაღმავალ ტალღაზე ვართ, ანუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება. ასე გაგრძელდება, თუ ჩვენ რამე დიდი შეცდომა არ დავუშვით, არ მოვეშვით, პირბადე არ გადავაგდეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღემდე ქვეყანაში 270.510 შემთხვევაა გამოვლენილი.

ყველა ახალი ამბავი
0