ქუთაისის ცენტრში „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

© Sputnik / STRINGERნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი პროტესტს რიონის ხეობაში მდგარ კარვებში გააგრძელებენ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა. 

© Sputnik / STRINGERნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისში
ქუთაისის ცენტრში „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისში

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ რიონის ხეობა დატოვოს. ასევე ისინი მოთხოვენ, რომ გაუქმდეს ხეობაში ჰესის მშენებლობის ნებართვა და უცხოური კომპანიისთვის მიწის 99 წლით იჯარით გადაცემის შესახებ.

სოფლების ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. აქტივისტებმა  გარკვეული დროით სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასაც მიაღწიეს, თუმცა იანვარში სამუშაოები მაინც განახლდა.

პროტესტის 126 დღეს აქციის მონაწილეები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. დღეს მათ მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დღევანდელი მიტინგი აპოლიტიკურია და ასახავს საზოგადოების რეაქციას მომხდართან დაკავშირებით.

„ჩვენ მიწას მშვიდობიანად დავიცავთ. ჩვენ, ქართველები, ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის გამართლებული. 21-ე საუკუნეში ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ. აუცილებელია, რომ ხანგრძლივ საპროტესტო აქციაზე განვეწყოთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც შეგვაჩერებს“, - განაცხადა გოლეთიანმა.

© Sputnik / STRINGERნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისში
ქუთაისის ცენტრში „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისში

იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი პროტესტს რიონის ხეობაში მდგარ კარვებში გააგრძელებენ, ქუთაისში კიდევ უდრო მასშტაბურ აქციაზე შეიკრიბებიან და ამით ქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

„ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ განცხადება გაავრცელა.

„ჩვენ ვემხრობით მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ბუნებასა და ადგილობრივ მოსახლეობას. სამწუხაროდ, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ბუნებისთვის, ისე მოსახლეობისთვის, რაც ეფუძნება ნეიტრალური ექსპერტების შეფასებებს“, - აღნიშნულია პოლიტიკური პარტიის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

განცხადებაში ასევე აღნიშულია, რომ განსაკუთრებით საგულისხმოა მეწყრებისა და მიწის ეროზიის ზრდის რისკები. არსებობს მოსაზრებაც, რომ პროექტი არსებული სახით მნიშვნელოვნად შეცვლის მიკროკლიმატს და დააზიანებს უნიკალური „ტვიშის“ ვენახებს, რაც გარდა თავისი უნიკალურობისა, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

„აქედან გამომდინარე, „ლელო“ ხელისუფლებისგან მოითხოვს შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა ეს საკითხი არ იქნება განხილული ექსპერტებისა და მოსახლეობის ჩართულობით და არ იქნება მიღწეული კონსენსუსი“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

მდინარე რიონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იარაღი და ხელკეტები ამოიღეს

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა ჰესი უმაღლესი სტანდარტებით უნდა აშენდეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა მათი თანამესაკუთრე უნდა გახდეს.

მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.

პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group-მა, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქული სამშენებლო ჰოლდინგი ENKA Insaat ve Sanayi A.S მოიწვია.

ინვესტორის პოზიცია

კომპანია ENKA მიიჩნევს, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, რამდენადაც ისინი უსაფუძვლოდ აცხადებენ, რომ „ნამახვანის კასკადი“ რიონის ხეობის მოსახლეობას და ბუნებას საფრთხეს უქმნის.

„კომპანიას არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და სრულ

ყველა ახალი ამბავი
0