საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

© photo: press-service of Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgiaღირსების ორდენი
ღირსების ორდენი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
დაჯილდოება უკავშირდება წვლილს ემიგრაციის მუზეუმში, სადაც თავმოყრილი ექსპონატები უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობენ

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის ღირსების ორდენი გადასცა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2020
საქართველოს ემიგრაციის მუზეუმს საჩუქრად უნიკალური არქივი გადაეცა

„ის, რომ დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველასთვის ხელმისაწვდომია ემიგრაციის შემოქმედება - ლიტერატურა, ფოტომასალა და ისტორია, რომლის დაბრუნებაც ძალიან ხანგრძლივი და რთული საქმე იყო, სწორედ ლევან თაქთაქიშვილის დამსახურებაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ემიგრანტების შესახებ ისტორიული მასალების დაბრუნება ჯერ არ დასრულებულა.

2020 წლის ივლისში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა, სადაც თავმოყრილია ექსპონატები, რომლებიც უცხოეთში ქართველი ემიგრანტების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობენ. მანამდე ეს მუზეუმი 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ფუნქციონირებდა.

მასში ინახება ბევრი ემიგრანტის პირადი არქივი, მათ შორის საფრანგეთში ლევილის მამულის არქივი. ეს მამული დევნილობაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქართველი ემიგრანტების თავშესაფრად შეიძინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0