იანვარს ოპტიმიზმი არ მოუტანია - საქართველოს ეკონომიკა კვლავ მინუსშია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
კლება დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველა სფეროში, საინფორმაციო, საკომუნიკაციო, საფინანსო და სადაზღვევოს გარდა

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, დაჩქარდა - 2021 წლის იანვარში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, მშპ 11.5%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

შედარებისთვის: 2020 წლის დეკემბრის ვარდნის მაჩვენებელი იყო 7,9%, ნოემბრის - 7,7%, ოქტომბრის  - 3,9%, სექტემბრის - 0,7%, აგვისტოს - 5,3%, ივლისის - 5,5%, ივნისის - 7,7%, მაისის - 13,5%, აპრილის - 16,6%.

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ეკონომიკის ვარდნამ 6,1% შეადგინა, ხოლო იგივე 2019 წელს რეალური ზრდა საპროგნოზო მაჩვენებელს აღემატებოდა და 5%-ს გაუტოლდა.

რომელ სფეროებში იყო კლება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტოროს, გოგიტა თოდრაძის თქმით, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ძირითადად საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიმართულებით, ტრანსპორტში, ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებით, გადამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, ხელოვნებაში, გართობისა და დასვენების სფეროში, უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში, ბუნებრივი აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის სექტორში, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ავტომობილებისა და მოტოციკლების შეკეთებაში.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თურნავა: მარტში საქართველოს ეკონომიკაში სიახლეები გვექნება

ამავე დროს, ზრდა დაფიქსირდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო, საფინანსო და სადაზღვევო სფეროებში.

თოდრაძის თქმით, 2021 წლის იანვარში 2.830 ახალი საწარმო დარეგისტრირდა - ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდს 23%-ით ჩამორჩება.

„იანვარში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 5,88 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8,1%-ით ნაკლებია“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

მან აღნიშნა, რომ სამშენებლო მასალების იმპორტი შემცირდა 16%-ით, ცემენტის - 26%-ით.

მისი თქმით, კლება შეინიშნებოდა ტრანსპორტის სექტორშიც, რომელიც ძირითადად უკავშირდება საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებას, თუმცა კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სექტორშიც, ასევე საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტში.

კლება სასტუმრო და სარესტორნო სექტორში ძირითადად უკავშირდება უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას, განაცხადა „საქსტატის“ ხელმძღვანელმა.

„94%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რამაც, ბუნებრივია, ტურისტული სააგენტოების და ტუროპერატორების შემოსავალი შეამცირა“, - აღნიშნა თოდრაძემ.

პროგნოზი დამაიმედებელია

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა 2021 წელს კობა გვენეტაძის პროგნოზით

თებერვალში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა დატოვა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე. პროგნოზი - „ნეგატიურია“,

Fitch-ის პროგნოზით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული 6,1%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს – 5.8%-ით გაიზრდება.

სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს მშპ-ის ზრდის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს შიდა მოთხოვნილების მატება წარმოადგენს, ვინაიდან შეზღუდვების შემსუბუქება ხელს უწყობს კერძო მოხმარებას, ხოლო ინფრასტრუქტურაზე სახელმწიფოს მიერ გაწეული, ჩვეულებრივზე დიდი ხარჯი, კერძო სექტორის სუსტი გაჯანსაღების მიუხედავად, ინვესტიციებს წაახალისებს.

ყველა ახალი ამბავი
0