როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა 2021 წელს კობა გვენეტაძის პროგნოზით

© Administration of the President of Georgia / FBკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
თუ 2021 წელს საქართველოში ტურიზმი აღდგენას არ დაიწყებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1 პროცენტის ფარგლებში იქნება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე.
როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა 2021 წელს კობა გვენეტაძის პროგნოზით
„თუ დავუშვებთ იმას, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება და წლის მეორე ნახევარში ტურიზმის სექტორი ეტაპობრივად აღდგენას დაიწყებს, მაშინ 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივ გაჯანსაღებას ველოდებით დაახლოებით 4 პროცენტის ფარგლებში. თუ კიდევ გაუარესება მოხდა გლობალურად, საქართველოშიც თუ საერთოდ არ მოხდა ტურიზმის აღდგენა, დღევანდელი შეფასებით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1 პროცენტის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის ეკონომიკის საშუალო ზრდა მინუს 6.1 პროცენტით განისაზღვრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0