რესპუბლიკელების ლიდერი სენატორი მომავალ არჩევნებში ტრამპის მხარდაჭერას აპირებს

© AFP 2024 / Saul Loebდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
მანამდე ტრამპის სასარგებლოდ განცხადება ასევე გააკეთა კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, რომელიც ასევე აკრიტიკებდა ქვეყნის ყოფილ ლიდერს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ის პარტიის შიდა ნომინაციაში გაიმარჯვებს.

აშშ-ის სენატორი მიტ რომნი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
სენატორი რომნი: რესპუბლიკელები ტრამპს 2024 წლის არჩევნებში მხარს დაუჭერენ

ამის შესახებ სენატორმა ტელეარხ Fox News-ის ეთერში განაცხადა.

ამასთან მაკკონელიმ აღნიშნა, რომ 2024 წლამდე „კიდევ ბევრი რამ მოხდება“.

სენატორის თქმით, ამ დროისათვის პარტიაში უკვე არის ოთხამდე კანდიდატი, რომლებიც თავიანთი კანდიდატურების წამოყენებას გეგმავენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.  

„მე ვიცი, სულ ცოტა, პარტიის ოთხი წევრის შესახებ, რომლებიც პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებენ, პლუს გუბერნატორები და სხვები. კონკრეტული მოქმედი პირი არ არსებობს. ეს ღია რბოლა უნდა იყოს და თქვენთვის ამისი გაშუქება სიამოვნებად უნდა იქცეს“, – უთხრა მაკკონელიმ ტელეარხს. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა (იუტას შტატიდან) განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, რესპუბლიკელები კვლავ წამოაყენებენ მის კანდიდატურას თეთრი სახლის მეთაურის პოსტზე.

​როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, დონალდ ტრამპი, პირველად პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ, საჯაროდ 28 თებერვალს გამოვა. 

პორტალი Axios ტრამპის პოლიტიკურ გარემოცვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლა იქნება მისი ცენტრალური როლის დასტური რესპუბლიკურ პარტიაში და ასევე წარმოაჩენს იმასაც, რომ ფაქტობრივად სწორედ ტრამპია რესპუბლიკელების „ყველაზე სავარაუდო კანდიდატი“ 2024 წლის არჩევნებში.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა მანამდე სასტიკად გააკრიტიკა 17 რესპუბლიკელი კონგრესმენი და სენატორი, რომლებმაც მის იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი, მათ შორის იყო სენატორი მიტჩ მაკკონელიც. როგორც მაშინ ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რესპუბლიკური პარტია ვერასდროს ისარგებლებს პატივისცემით, თუ მაკკონელის მსგავსი ლიდერები ხელისუფლებაში დარჩებიან.

ყველა ახალი ამბავი
0