სენატორი რომნი: რესპუბლიკელები ტრამპს 2024 წლის არჩევნებში მხარს დაუჭერენ

© AP Photo / Andrew Harnikაშშ-ის სენატორი მიტ რომნი
აშშ-ის სენატორი მიტ რომნი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ არჩევნებში წაგებამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეიტინგს რესპუბლიკელ ამომრჩეველთა შორის ვერ ავნო.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თუ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტს, რომ კვლავ იყაროს კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რესპუბლიკური პარტია მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას, მიაჩნია რესპუბლიკელ სენატორ მიტ რომნის.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
ურყევი მხარდაჭერა: დონალდ ტრამპს მეორე იმპიჩმენტმაც ვერ ავნო
„ისევ ითამაშებს თუ არა როლს პრეზიდენტი ჩემს პარტიაში? დარწმუნებული ვარ, რომ ითამაშებს... არ ვიცი, წამოაყენებს თუ არა ის თავის კანდიდატურას 2024 წელს, მაგრამ თუ წამოაყენებს, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს ნომინაციაში“, — თქვა რომნიმ გაზეთ New York Times-თან ინტერვიუში.

ამასთან სენატორმა აღნიშნა, რომ თავად ის კვლავაც არ მისცემს ხმას ტრამპს.

აღსანიშნავია, რომ მიტ რომნი (აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი 2012 წელს, რა დროსაც ბარაკ ობამასთან წააგო) იყო ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ყველაზე ოპოზიციურად განწყობილი რესპუბლიკელი და აცხადებდა, რომ 6 იანვრის მოვლენები — ეს იყო „აჯანყება, რომელიც პრეზიდენტმა წააქეზა“.

მანამდე საფოლკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ში რესპუბლიკელი ამომრჩევლების 59% მზადაა, კვლავ დაუჭიროს მხარი ქვეყნის ყოფილ ლიდერს დონალდ ტრამპს, თუ ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0