საპროტესტო აქცია ჭიათურაში: „შუქრუთის" მაღაროზე საწარმოო პროცესი პარალიზებულია

© courtesy of Georgian Manganeseჭიათურა
ჭიათურა - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი მადნის მოპოვების პროცესში მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მაღარო „შუქრუთი+" კვირაზე მეტია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არის პიკეტირებული, იუწყება „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები კომპანიას ოპერირების შესაძლებლობას არ აძლევენ, რის გამოც საწარმოო პროცესი პარალიზებულია. 

ჭიათურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2020
Georgian Manganese ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

სოფელ შუქრუთში მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროს ოპერატორი კომპანია Georgian Manganese-ია („ჯორჯიან მანგანეზი”). ამჟამად ტერიტორიაზე არსებულ რვა მაღაროზე მუშაობა შეჩერებულია. მოსახლეობის თქმით, სოფლის ქვეშ გამავალ გვირაბებში აფეთქებების შედეგად სკდება არა მხოლოდ სახლის კედლები, არამედ მიწაც. ისინი დაზიანებული სახლებისთვის კომპენსაციას მოითხოვენ. 

„ამ დროისათვის 12 ოჯახის თანხა სრულად, დანარჩენი ოჯახების კი ნაწილობრივ არის გადახდილი და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. მოსახლეობას კვირაზე მეტია მაღარომდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს... ჩვენ მათთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, არაერთი შეხვედრა გავმართეთ, თუმცა კონკრეტული მოთხოვნები და არგუმენტები ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ნოდარ მიქაბერიძემ.

მისი განმარტებით, მხარეებს შორის ადრე მიღწეული შეთანხმების თანახმად, კომპანიას მხოლოდ 700 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეხადა, ბოლო 9 თვის განმავლობაში კი შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხაზე გაცილებით მეტი, 1 200 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ სოფელ შუქრუთის პრობლემურ ტერიტორიებზე სამთო-მომპოვებელი სამუშაოები არასდროს უწარმოებიათ. იქ არსებობს საბჭოთა დროიდან მიტოვებული მაღაროები, რომლებიც დროთა განმავლობაში ინგრევა, მიწა კი ჯდება. ამასთან, ის მაღაროები, რომელთა ექსპლუატაციაც გრძელდება, მოსახლეობას არანაირად არ აზარალებს.

Georgian Manganese-ის განცხადებით, მუშაობაში შეფერხებები ნეგატიურად აისახება როგორც კომპანიის შემოსავლებზე, ასევე მატერიალურ ზარალს აყენებს Georgian Manganese-ში დასაქმებულებსა და მათ ოჯახებს.

Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0