ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები მოიხსნა

© Road Department of Roadsგზის გაწმენდა გუდაური-კობის მონაკვეთზე
გზის გაწმენდა გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაბალი ტემპერატურის, თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, მლეთა-გუდაურის, გუდაური–კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ასევე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
ვითარება გზებზე: სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების გამო გუშინ აიკრძალა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ზოგიერთ გზებზე შეზღუდვები დაწესდა:

კერძოდ, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 65–98-ე კმ მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარდა ამისა, გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე (ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 1-62-ე კმ) აკრძალვები დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო დაწესდა.

თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომობილო გზის 20-122-ე კმ მონაკვეთზეც აკრძალულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი  თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0