ვითარება გზებზე: სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

© Roads Department of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე
გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები თოვის, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის (ნეიტრალური ტერიტორია) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზა ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
„ხსნის გვირაბი“ - სომხეთი მიესალმება გზის გაყვანის შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებას

შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.

რაც შეეხება გუდაური(ფოსტა)-სტეფანწმინდა მონაკვეთს (93-125-ე კმ), აქ თოვისა და ქარბუქის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0