https://sputnik-georgia.com/20210224/saqarTveloSi-britanuli-Stamis-sami-SemTxvevaa-dafiqsirebuli-250991150.html
საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგების განმარტებით, ბრიტანული შტამი არ გამოირჩევა სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან მაღალი გადამდებობა განასხვავებს 24.02.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-02-24T17:01+0400
2021-02-24T17:01+0400
2023-08-17T18:10+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/06/250546773_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_b55d8a061343d9a60aff4bb23e5d06ab.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/06/250546773_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_f56d3560fd84cb73ada9073e659f4e87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული
17:01 24.02.2021 (განახლებულია: 18:10 17.08.2023) ეპიდემიოლოგების განმარტებით, ბრიტანული შტამი არ გამოირჩევა სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან მაღალი გადამდებობა განასხვავებს
თბილისი, 24 თებრვალი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული და მათთან 31 ადამიანია დაკავშირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი შტამი 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდებოდა და მოსახლეობის მიერ საკარანტინო ზომების მკაცრად დაცვას მოითხოვდა.
გამყრელიძის განცხადებით, ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს.
„სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები, 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი", - აღნიშნა გამყრელიძემ.
მტკიცებულებები, რომ ბრიტანული შტამი უფრო მომაკვდინებელია ან უფრო ხშირად იწვევს COVID-19-ის მძიმე ფორმას, მეცნიერებს არ გამოუვლენიათ. მიუხედავად ამისა, ბევრმა ქვეყანამ მაინც შეაჩერა ავიამიმოსვლა ბრიტანეთთან.