ამიერკავკასიის სარკინიგზო ხაზი, როგორც რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი

© Sputnik / Alex Shlamovვიდეოხიდი თემაზე: „ამიერკავკასიის ენერგეტიკა, ტრანზიტი და ტვირთბრუნვა“.
ვიდეოხიდი თემაზე: „ამიერკავკასიის ენერგეტიკა, ტრანზიტი და ტვირთბრუნვა“. - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
როგორც სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის სფეროს ექსპერტებმა აღნიშნეს, სომხეთის სარკინიგზო კავშირი რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით საქართველოსაც ახალ შესაძლებლობებსა და სარგებელს მოუტანს

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. ამჟამად არ არსებობს შეშფოთების მიზეზი, რომ საქართველომ შესაძლოა დაკარგოს კავკასიაში სატრანზიტო უპირატესობა, აღნიშნა ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ მოსკოვი-თბილისი-ბაქო-ერევანის ვიდეოხიდის მსვლელობისას თემაზე: „ამიერკავკასიის ენერგეტიკა, ტრანზიტი და ტვირთბრუნვა“.

გზა ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
„ხსნის გვირაბი“ - სომხეთი მიესალმება გზის გაყვანის შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებას

მთავარი განსახილველი საკითხი იყო სომხეთის სარკინიგზო კავშირი რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას წამოიჭრა. დასახულ ამოცანებს შორის მხარეებმა დაასახელეს რეგიონში ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა და საზღვრების გახსნა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში საქართველო არ მონაწილეობდა, ქვეყანაში ბევრს გაუჩნდა კითხვა, ხომ არ შემცირდება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნისა და ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად.

„პირველ რიგში, ჩვენ მომავალში უნდა გავიხედოთ, რადგან სარკინიგზო და სახმელეთო გზების გამტარუნარიანობის შესაძლებლობები უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის დღევანდელ მოცულობასა და პოტენციურ შესაძლებლობებს, არამედ უნდა განიხილებოდეს პერსპექტივაშიც. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ტრანსპორტის ნაკადი, გადასაზიდი ტვირთის მოცულობა გაიზრდება და აუცილებელი გახდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. სასაქონლო ნაკადის მოძრაობის ინტენსივობა მოიმატებს სამივე სამხრეთ კავკასიური ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდის ხარჯზე. ეს ერთი პირობაა. მეორე - თავად სამხრეთ კავკასიის ქვეყნები არა მხოლოდ უახლოესი მეზობლები არიან, არამედ თითოეული ასრულებს სატრანზიტო ფუნქციას და ეს ფუნქციები დროთა განმავლობაში გაიზრდება“, - აღნიშნა არჩვაძემ Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში.

მისი თქმით, ქართული სარკინიგზო ხაზების და სხვა სატრანსპორტო კვანძების გამოყენების პერსპექტივა ოპტიმისტურია. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ საქართველოში უკვე დაიწყო ქვეშეთი-კობის ყველაზე გრძელი ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო კავშირს მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს, რაც გაამარტივებს საქართველოს გავლით სომხური საქონლის ტრანზიტს რუსეთში და პირიქით, აღნიშნა ეკონომისტმა. 

© Sputnik / Alex Shlamovიოსებ არჩვაძე. ვიდეოხიდი მოსკოვი-თბილისი-ბაქო-ერევანი თემაზე: „ამიერკავკასიის ენერგეტიკა, ტრანზიტი და ტვირთბრუნვა“.
ამიერკავკასიის სარკინიგზო ხაზი, როგორც რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
იოსებ არჩვაძე. ვიდეოხიდი მოსკოვი-თბილისი-ბაქო-ერევანი თემაზე: „ამიერკავკასიის ენერგეტიკა, ტრანზიტი და ტვირთბრუნვა“.

როგორც ანალიტიკური ჟურნალის „გეოენერგეტიკა.ინფოს“ მთავარმა რედაქტორმა ბორის მარცინკევიჩმა აღნიშნა, აზერბაიჯანის ტერიტორიასა და ნახიჩევანის რესპუბლიკას შორის სარკინიგზო კავშირის აღდგენის გეგმაზე მუშაობა, პირველ რიგში, თავად აზერბაიჯანმა უნდა დაიწყოს, თუმცა ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზებით არანაკლებ არიან დაინტერესებული რუსეთი, სომხეთი და თურქეთიც კი.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით 2021 წლის 29 იანვარს ანკარიდან რუსეთის მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებელი დაიძრა. - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
რუსეთის, თურქეთისა და ირანის თანამშრომლობა კავკასიაში სტაბილურობას ემსახურება: თვალსაზრისი

„აზერბაიჯანს ეს გზა სჭირდება იმისთვის, რომ აღადგინოს შვიდი რაიონი, რომ ნახიჩევანთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი დაამყაროს. რუსეთი დაინტერესებულია იმდენად, რამდენადაც რუსეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო გზების დაკავშირების შედეგად შესაძლებელი იქნება ნახიჩევანის სადგურიდან თეირანში ჩასვლა. სომხეთის პირდაპირი ინტერესი არის მის ტერიტორიაზე გავლის საფასური, თუ სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო ხაზი აღდგება. გარდა ამისა, სომხეთს გაუჩნდება შესაძლებლობა, ბოლოსდაბოლოს დაიწყოს სარკინიგზო პროექტების ხორცშესხმა. არსებობს სომხეთ-ჩინეთის თანამშრომლობის სერიოზული პერსპექტივები. სარკინიგზო გზის აღდგენით დაინტერესებულია ყველა, მათ შორის, თურქეთი. მას ახლა ერთი ვარიანტი აქვს - საქართველოს გავლით მოძრაობა, მაგრამ სატრანსპორტო შესაძლებლობები ზედმეტი არასდროსაა“, - აღნიშნა მარცინკევიჩმა.

ვიდეოხიდის მსვლელობისას ითქვა, რომ ნებისმიერი ერთობლივი ეკონომიკური პროექტი ხელს შეუწყობს კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას რეგიონში, ასევე შემატებს მას კონკურენტუნარიანობას.

„დღევანდელი სიტუაცია - დეგლობალიზაციის ტრენდი - ჩვენს მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, გარე მოთამაშეების გარეშე, თავად მოაგვარონ პრობლემები, რომლებიც რეგიონში დაგროვდა. როდესაც ამ საკითხებს თავად ვწყვეტთ, დარწმუნებული ვარ, შედეგები რეგიონის ქვეყნებისთვის უფრო დადებითი იქნება. ჩემი აზრით, ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყნის ხელმძღვანელობამ, პირველ რიგში, პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს“, - აღნიშნა UNEC-ის პროფესორმა ელშად მამედოვმა.

ასეთივე მოსაზრება გამოხატა ეკონომისტმა, ერევანის ყოფილმა მერმა, სომხეთის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ვააგნ ხაჩათრიანმა.

ქუთაისის შემოვლითი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2020
ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

„ნებისმიერი ასეთი ერთობლივი ეკონომიკური პროგრამა ხელს უწყობს რეგიონში კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას. თუ სომხეთი და ამიერკავკასიის ყველა ქვეყანა ჩაებმება მსგავს მასშტაბურ ერთობლივ  პროექტებში, რეგიონში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება და ეკონომიკური სარგებელი. ბუნებამ ამ რეგიონში ცხოვრების შესაძლებლობა მოგვცა. საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეში - ახალი შესაძლებლობები ახალ სარგებელს მოიტანს“, - ფიქრობს იგი. 

გარდა ამისა, ხაჩათრიანმა ისაუბრა მნიშვნელოვან ინიციატივაზე - „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის“ შექმნაზე. მისი თქმით, ეს იდეა 2015 წელს დაიბადა და ოთხი ქვეყანა - ირანი, სომხეთი, რუსეთი და საქართველო - შეთანხმდა ე.წ. ენერგეტიკული დერეფნის შექმნაზე. ახლა, როდესაც იხილება ენერგეტიკული კავშირების შემდგომი განვითარება, შესაძლებელია საუბარი ასეთი სისტემის შექმნაზე ხუთი ქვეყნისთვის, აზერბაიჯანის ჩათვლით, და თურქეთისთვისაც კი, ფიქრობს ეკონომისტი.

ყველა ახალი ამბავი
0