ძლიერი ქარი თბილისში: სტიქიამ რამდენიმე უბანი დააზარალა

© Sputnik / STRINGERქარისგან წაქცეული ხე მანქანას დაეცა
ქარისგან წაქცეული ხე მანქანას დაეცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში ძირითადად ხეებისა და ტოტების მტვრევა გამოიწვია. სტიქიამ ასევე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსიც დააზიანა.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის სხვადასხვა რაიონში ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

დიდ დიღომში ძლიერი ქარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა ბავშვი გაიტაცა – სოციალურ ქსელში შემზარავი ვიდეო ვრცელდება

უწყების ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო ძირითადად ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევისა და სახლების სახურავების გადახდის შემთხვევები დაფიქსირდა. ასევე ადგილი ჰქონდა მშენებარე კორპუსიდან ფანჯრის ჩამოვარდნის შემთხვევას, ერთ მისამართზე კი ქარმა საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოანგრია.

თბილისში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, მერიის შესაბამისის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

„ათივე რაიონში გამგეობების თანამშრომლები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან და მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. ასევე „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ტერიტორიას ჩახერგილი ხეებისგან წმენდენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის გამგეობები მზად არიან, დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ.

თოვლი, ქარბუქი, ნისლი – სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ>>

როგორც განცხადებაში წერია, ძლიერის ქარის გამო აღმაშენებლის ხეივანზე დაზიანდა საქართველოს სახელმწიფო დროშაც, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა დროულად აღადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0