თოვლი, ქარბუქი, ნისლი – სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ

© photo: Sputnik / Stringerთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს თოვლჭყაპს, ხუთშაბათს კი თოვლსა და ნისლს პროგნოზირებენ.

 

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით –  ქვეყნის ცალკეულ რაიონებში 23-24 თებერვალს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
ვითარება გზებზე: სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

„დღისით დაბლობში ჰაერის ტემპერატურა  პლუს 3–8 გრადუსი  იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში  25 თებერვალს მოსალოდნელია ცივი ამინდი, ღამისა და დილის საათებში კი თოვლი და ნისლი. დღისით ბარშიც ზოგან დაფიქსირდება  დაბალი ტემპერატურა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი და ყინვა – აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 2 გრადუსამდეა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ღამით მინუს 12, დღისით კი პლუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

თბილისში 23 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი – ჰაერის ტემპერატურა პლუს 7–9 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები ოთხშაბათს თოვლჭყაპს ვარაუდობენ, ხუთშაბათს ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი.  საქართველოს დედაქალაქში 25 თბერვალს ღამით მინუს 5, დღისით კი პლუს 1 გრადუსია მოსალოდნელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0