საქართველოში მოპედების მძღოლები გამოცდას ჩააბარებენ

© Sputnik / Goga Vardzieliკურიერი მოპედით
კურიერი მოპედით - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
დღეისათვის საქართველოში მოპედებით გადაადგილებისათვის მართვის მოწმობა ან მისი დარეგისტრირება საჭირო არ არის.

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. მოპედების მძღოლებს, მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მსგავსად, მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება და თავიანთი სატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება მოუწევთ. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა.

კურიერი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2020
ვაკეში დაკარგული „გლოვოს“ კურიერის მოპედი პოლიციამ ისანში იპოვა - ვიდეო

მოპედების მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გაცემაზე საუბარი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, 18 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ აიღონ მოპედების, კვადროციკლების და ტრაქტორის მართვის მოწმობა, მაგრამ მხოლოდ მუშაობის მიზნით და არა მგზავრების გადასაყვანად.

დღეს კი საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

საქართველოს ბოლო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ 18 თებერვალს განაცხადა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის პოლიტიკურ გუნდთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავების საკითხზე თანხმობას ვერ მიაღწია. რადგან პრემიერ-მინისტრის გადადგომისთანავე ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი ხდება, მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა ხელახლა უნდა დაამტკიცოს.

ყველა ახალი ამბავი
0