ვაკეში დაკარგული „გლოვოს“ კურიერის მოპედი პოლიციამ ისანში იპოვა - ვიდეო

გამოწერა
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ვაკეში დაკარგული „გლოვოს“ კურიერის მოპედი პოლიციამ ისანში იპოვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სამართალდამცველებმა მოქალაქის კუთვნილი მოპედის ქურდობაში არასრულწლოვნები გამოავლინეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე შ.გ.-მ, რომელიც კომპანია „გლოვოს“ თანამშრომელია, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკზე რამდენიმე წუთით დატოვა თავისი მოპედი, თვითონ ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ შევიდა შეკვეთის ასაღებად, უკან დაბრუნებულს კი მოპედი ადგილზე აღარ დახვდა. შ.გ.-მ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოს მიმართა და კუთვნილი მოპედის ქურდობის ფაქტი დააფიქსირა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0