„გარანტიას ვიძლევი“ – ღარიბაშვილი ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ

© Sputnik / STRINGERნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
პრემიერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა დამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
ადვოკატებმა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მელიას განაჩენის გამოტანამდე პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.

პოლიცია 18 თებერვალს „ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავებას შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. მელიას დაპატიმრება პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო.

„კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გასულია კონსტიტუციური წესრიგიდან და ჩარჩოებიდან, მათ მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება. ამის გარანტიას ვიძლევი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერობის კანდიდატმა გაიხსენა, რომ მელია უკვე არის გასამართლებული „ქართუ ბანკის“ საქმეზე და ის ჩვეულებრივი კრიმინალია.

ნიკა მელია: ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას>>

გახარიას გადადგომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის არ დაეთანხმა მმართველი პარტიის პოზიციას, ჩაეტარებინა მელიას დაკავების სპეცოპერაცია „ნაცმოძრაობის“ ოფისში ძალით შეჭრის გზით.

თავად მელია პარტიის ოფისში იმყოფება მომხრეებთან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0