ქართულ მულტფილმს „მიტოვებული სოფელი“ პარიზში აჩვენებენ

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიეიფელის კოშკი
ეიფელის კოშკი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
გამოწერა
ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება.

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში (Paris International Animation Film Festival) მოხვდა.

Paris International Animation Film Festival (PIAFF) - ესაა მოკლემეტრაჟიანი მულტფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც გთავაზობთ ეროვნული და საერთაშორისო დამოუკიდებელი ანიმაციური შემოქმედების მრავალფეროვნებას. ფესტივალი ეხმარება ახალბედა არტისტებს, აერთიანებს ენთუზიასტებს, ხელს უწყობს სოციალურ და კულტურულ „აღრევას“, თანამშრომლობისა და მხატვრული პოპულარიზაციის ქსელის შექმნას.

კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
„მიტოვებული სოფელი“: ქართულ ანიმაციურ ფილმს იაპონიაში მეორედ აჩვენებენ

აღსანიშნავია, რომ ამავე თვეში ფილმის ჩვენება იაპონიაში „იებისუს“ ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებშიც გაიმართება.

 „მიტოვებული სოფელი" პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.

ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი“, რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი - სიყვარული.

„მიტოვებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“. მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.

ყველა ახალი ამბავი
0