„მიტოვებული სოფელი“: ქართულ ანიმაციურ ფილმს იაპონიაში მეორედ აჩვენებენ

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
ქართული ანიმაციური ფილმი უკვე ნახეს სლოვენიასა და იაპონიაში. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდოც კი დაიმსახურა.

თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციურ ნამუშევარს ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფილმის ჩვენება იებისუს ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. ფესტივალი 1995 წლიდან არსებობს და იგი წელს 5-21 თებერვალს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ „მიტოვებული სოფელი" პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.

„მიტოვებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“. მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.

კადრი ფილმიდან „დასაწყისი“ - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2021
კინო, რომელიც თქვენ გამოტოვეთ: 2020 წლის ხუთი საუკეთესო ქართული ფილმი

„მიტოვებული სოფელი“ - ესაა უჩვეულო მულტფილმი თავისი ფორმატით, 14 წუთში ფილმში კადრები ერთმანეთს არ ენაცვლებიან, არამედ ბუნებაში ცვლილებები ნაჩვენებია გრადაციების ჩანაცვლებით.

ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი“, რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი - სიყვარული.

 

ყველა ახალი ამბავი
0