თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს?

© photo: Tamar Zhvania / FBთამარ ჟვანია
თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე დატოვებს.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყვეს. 

თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2020
სიმართლე არასდროს არ იკარგება: თამარ ჟვანია გმობს შეტევას ISFED-ის მიმართ

პარასკევს ოპოზიციურმა ტელეარხმა Formula-მ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვებას გეგმავს. ამასთან, გამოითქვა ვარაუდი, რომ მისი გადაწყვეტილება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და გიორგი გახარიას მიერ პრემიერის პოსტის დატოვებას უკავშირდება.

„თამარ ჟვანიას თანამდებობა არ დაუტოვებია. გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განაცხადეს ცესკოს პრეს-სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ტელეარხმა Formula-მ პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გახარიას განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა, ამიტომაც ტელეარხის დღევანდელმა ინფორმაციამ საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია.

ოპოზიცია ცესკოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში სდებს ბრალს. საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება იმ ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლებიც საკანონმდებლო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ.

თამარ ჟვანიას ცესკოს თავმჯდომარის პოსტი 2013 წლიდან უჭირავს. 2018 წლის დეკემბერში იგი აღნიშნულ თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური