დავითულიანი: ახლა ნიკა მელიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და წარდგეს სამართლის წინაშე

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, გახარიას გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ  მისთვის უცნობი იყო

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ჯერი ახლა ოპოზიციასა და ნიკა მელიაზეა, ახლა მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და წარდგეს სამართლის წინაშე, განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.

აღნიშნული განცხადება მან პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვების შემდეგ გააკეთა, რომლის მიზეზად მთავრობის მეთაურმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
პრემიერი გადადგა – რა იქნება შემდეგ?

დავითულიანის განცხადებით, გიორგი გახარიამ თავისი გადაწყვეტილებით ქართული პოლიტიკიდან რადიკალიზაციის ფაქტორი გამორიცხა.

„სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გუნდის შიგნით არ ყოფილა. აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუ როდის უნდა აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავითულიანმა.

დავითულიანის თქმით, გახარიას გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

„როგორ მეცოდინებოდა, სასამართლოს შემდეგ განვითარდა ეს მოვლენები. ლიდერებს შორის იყო საუბარი, სადაც გიორგი გახარიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა“, - განაცხადა დავითულიანმა.

„საუკეთესო პრემიერი ბოლო 20 წლის განმავლობაში“: რეაგირება სოცქსელებში გახარიას წასვლაზე>>

მისი ინფორმაციით, პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას და წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.

საქართველოს კონსტიტუციით, პრემიერ–მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, ხოლო მთავრობა ახალი პრემიერის დანიშვნამდე მოვალეობების შემსრულებელი იქნება. მთავრობის მეთაურის მოვალეობებს პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.

ქვეყნის ყველა მინისტრი ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელია. ახლა პარლამენტს ორი კვირა აქვს, რომ ნდობა გამოუცხადოს ახალ პრემიერსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
არის თუ არა „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება – თალაკვაძის განმარტება

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ანუ „ქართული ოცნება“. თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მოაგროვებს 76 ხმას, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვს წლამდე პატიმრობა ელოდება.

თქვენი აზრით, ვინ დასახელდება საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე? გამოკითხვა>>

იმისთვის, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის მელიას დაკავების თხოვნით მიემართა, საქართველოს პარლამენტმა მას დეპუტატის ხელშეუხებლობა მოუხსნა.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით შსს–მ ნიკა მელიას დაკავება გადადო.

ყველა ახალი ამბავი
0