არასამთავრობოები 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
არასრულწლოვნის საქმეზე ორი პირია დაკავებული. ერთი ბრალდებული ახალგაზრდა კაცია, რომელმაც 14 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა. მეორე კი გარდაცვლილის ბაბუაა, რომელსაც გამოძიება მუქარასა და ძალადობას ედავება.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ქობულეთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, საქმე სხვა მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 თებერვალს თავი მოიკლა 14 წლის გოგონამ, რომელთანაც 23 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა. პოლიციამ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მას ბრალი სსკ-ის 140-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი გოგონას ბაბუა დააკავა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ხელს აწერენ კავშირი „საფარი", ადამიანის უფლებათა ცენტრი, ქალთა ფონდი საქართველოში, ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი, ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი", ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები", კავშირი „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება".

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქმე გაუპატიურების მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს. მათი განმარტებით, საქმეში არასრულწლოვნის გაუპატიურება ცხადად იკვეთება, თუმცა პროკურატურამ ბრალი პირს სსკ-ის 140-ე მუხლით წაუყენა, რაც სრულწლოვნის მიერ 16 წელს მიუღწეველთან თანხმობით განხორციელებულ სექსუალურ კავშირს ნიშნავს.

არასამთავრობოების განცხადებით, გაუპატიურებაზე მიუთითებს არასრულწლოვნის მოწყვლადობა და დამნაშავის მიერ მისი მდგომარეობის ექსპლუატაცია, რაც გამორიცხავდა თანასწორი, თანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობის არსებობას, მათ შორის – მსხვერპლის ასაკი (13 წელი) და მოძალადესა და მსხვერპლს შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი განსხვავება (10 წელი); მსხვერპლის მშობლების არარსებობა, გარემო მხარდაჭერის არარსებობა; ძალადობრივი ოჯახური გარემო, რომელშიც ბავშვი ცხოვრობდა და მისი სურვილი, საზღვარგარეთ დედასთან გადასულიყო საცხოვრებლად; მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ გაცემული ცრუ დაპირება ქორწინების თაობაზე, რათა მსხვერპლი სქესობრივ კავშირზე დაეყოლიებინა და ა.შ.

ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
„რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ“: გომელაური 14 წლის გოგონას გარდაცვალებას გამოეხმაურა

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღნიშნულ საქმეზე შეიცვალოს კვალიფიკაცია და გამოძიება წარიმართოს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით – იმ დაშვებით, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

14 წლის გოგონას საქმეზე კიდევ ერთი პირი – მისი ბაბუაა დაკავებული. მის მიმართ გამოძიება ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე (სსკ-ის 11 პრიმა–151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" და „დ" ქვეპუნქტებით, ასევე 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0