პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი გოგონას ბაბუა დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრის მიმართ გამოძიება დაწყებულია არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარისა და ძალადობის ფაქტებზე. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. აჭარის პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა საკუთარი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. გარდაცვლილი გოგონას ბაბუა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ქობულეთში: დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 თებერვალს თავი მოიკლა 14 წლის გოგონამ, რომელთანაც 23 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა. პოლიციამ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

რაც შეეხება გარდაცვლილი გოგონას ბაბუას, მის მიმართ გამოძიება ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა–151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" და „დ" ქვეპუნქტებით, ასევე 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

არასრულწლოვნის თვითმკვლელობა ქობულეთში: ცნობილი ხდება ახალი დეტალები>>

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა მამაკაცი, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის დააკავა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ყველა ახალი ამბავი
0