მოხუცებულმა ცოლ-ქმარმა გორიდან კორონავირუსი დაამარცხა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
ქალს იშემიური ინსულტი ჰქონდა გადატანილი და გულის უკმარისობა აღენიშნებოდა, ის მძიმე მდგომარეობაში იყო და ვირუსის შედეგად ფილტვების დიდი ნაწილი დაუზიანდა

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. გორში მცხოვრებმა ასაკიანმა წყვილმა კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა.

ტელეარხ Imedi-ს ინფორმაციით, 87 წლის ნუნუ შაკიაშვილი პროფესიით ქიმიკოსია, ხოლო მისი მეუღლე, 91 წლის ვალერიან შაკიაშვილი - ინჟინერ-მშენებელი.

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

ხანდაზმული ცოლ-ქმარი საავადმყოფოში 27 იანვარს გადაიყვანეს. ქალს იშემიური ინსულტი ჰქონდა გადატანილი და გულის უკმარისობა აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, დაზიანებული ჰქონდა ფილტვის უდიდესი ნაწილი. მაგრამ ექიმებმა მისი და მისი მეუღლის გადარჩენა შეძლეს.

მედპერსონალმა მათ გამოჯანმრთელება მიულოცა და ყვავილები და ტკბილეული გადასცა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 258.732-მდე გაიზარდა. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 265.722-ს მიაღწია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.363-ს მიაღწია. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0