კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 165-ით გაიზარდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.722-ს მიაღწია.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 165 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 57 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
COVID-19 საქართველოში – 15 თებერვლის მონაცემები

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია. რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 31, კახეთი – 17, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 14, გურია – 13, აჭარა – 10, სამცხე-ჯავახეთი – 9, შიდა ქართლი – 6, ქვემო ქართლი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 2.

რაც შეეხება ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 258.732-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.363-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 3.601 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.932 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 869, იმერეთში – 437, აჭარაში – 166.

425 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 101 პირი. აქედან თბილისში – 69, იმერეთში – 12, აჭარაში – 5. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3.232 ადამიანი. მათ შორის 115 – თბილისში, 104 – აჭარაში, 13 – იმერეთში. 1.437 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 238 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 119, ხოლო აჭარაში – 45. თვითიზოლაციაში იმყოფება 11.724 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6.752 პირი, იმერეთში – 1.287, აჭარაში – 597.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 165-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.722-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0