Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბრიტანული შტამი ბავშვებსა და ახალგაზრდებში საშიშ დაავადებას იწვევს: ექიმები

© AP Photo / Juan Karitaკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
ექიმების თქმით, COVID-19-ის უსიმპტომო ფორმა 5-6 წლის პაციენტებს ნაკლებად შესწავლილ დაავადებაში გადასდით.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ბრიტანული მუტაცია ძალიან საშიშია ბავშვების, მოზარდებისა და 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, განაცხადა სლოვაკეთის მთავარმა პედიატრმა ელენა პროკოპოვამ.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მუტაცია აღმოაჩინეს

ამის თაობაზე Radio Slovensko იუწყება.

მისი თქმით, ქვეყნის საავადმყოფოებში სულ უფრო იზრდება იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებსაც კორონავირუსის უსიმპტომო ფორმა ნაკლებად შესწავლილ დაავადებაში გადასდით.

დაავადებას ახასიათებს გამონაყარი სხეულზე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ტერფებისა და მტევნების დასივება.

„ის, რომ აღნიშნული დაავადება COVID-19-ის გართულების სახით იჩენს თავს, მხოლოდ ცოტა ხნის წინ დავადგინეთ“, — განაცხადა პროკოპოვამ.

სლოვაკი ექიმების მონაცემებით, დაავადება ძირითადად 5–6 წლის ბავშვებში იჩენს თავს, თუმცა არიან 20 წლის პაციენტებიც, რომლებსაც იგივე სიმპტომები აქვთ.

პროკოპოვას თქმით, სლოვაკეთის ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკის ყველა კლინიკიდან მიეწოდება ინფორმაცია ახალი დაავადების სინდრომის მქონე პაციენტების შესახებ. სხვა დეტალებზე ქვეყნის მთავარ პედიატრს არ უსაუბრია.

მანამდე იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი შესაძლოა ბავშვებისთვის უფრო სახიფათო იყოს, ლონდონის საიმპერიო კოლეჯის პროფესორმა ნილ ფერგიუნსონმა განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით რაიმე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის, თუმცა სურათზე სტატისტიკა მეტყველებს. 

ყველა ახალი ამბავი
0