ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მუტაცია აღმოაჩინეს

© AP Photo / Natacha Pisarenkoკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისათვის კორონავირუსის „შემაშფოთებელი“ შტამები მსოფლიოს ათობით ქვეყანაშია აღმოჩენილი.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ბრიტანელი სპეციალისტები კორონავირუსის ორ ახალ მუტაციას სწავლობენ, რომელთაგან ერთ-ერთს — ბრისტოლში აღმოჩენილს „შემაშფოთებელი“ უწოდეს, იუწყება ტელეარხი Sky News.

ახალი რესპირატორული ვირუსული საფრთხეების საკონსულტაციო საბჭოს მოხსენების თანახმად, გამორიცხული არ არის, რომ ვირუსის ვარიაცია, რომელსაც Е484К ეწოდა, დიდი სისწრაფით გავრცელდეს და ამასთან ვაქცინების მოქმედებას „წინააღმდეგობა გაუწიოს“.

SARS-CoV-2 მიკროსკოპში - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
ჯერ ისევ არ ვიცით: ჩინეთმა COVID-19-ის პირველწყარო ცხოველი ვერ დაადგინა

ამასთან, როგორც ტელეარხი იუწყება, ექსპერტებმა ჯერჯერობით ცოტა რამ იციან ახალი შტამების შესახებ.

კორონავირუსის მეორე მუტაცია, რომელიც ლივერპულში გამოვლინდა, „შესასწავლი ვარიანტების“ ჯგუფს მიაკუთვნეს.

ამ დროისათვის ქვეყანაში ვირუსის ოთხი „შემაშფოთებელი“ ვარიანტი ცირკულირებს.

ახალი შტამების აღმოჩენის ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევები და სიკვდილიანობა იკლებს, სიხარულს ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებშიც „ბრიტანული“, „სამხრეთაფრიკული“ და „ბრაზილიურ–იაპონური“ შტამები ვლინდება, უფრო და უფრო იზრდება.

ჯანმოს ინფორმაციით, კორონავირუსის ბრიტანული შტამი ამ დროისათვის უკვე 86 ქვეყანაშია აღმოჩენილი, სამხრეთაფრიკული — 44-ში, ხოლო ბრაზილიურ–იაპონური — 15 ქვეყანაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0