საქართველოს ქალაქებში ბახმაროში ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს

© photo: Sputnik / Александр Макаров / გადასვლა მედიაბანკშიჰესი
ჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
გამოწერა
ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხელმოწერების შეგროვების ინიციატორია პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის წინ აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა ბახმაროში ჰესის მშენებლობის წინაამდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ მდინარე ბახვისწყალზე და მის შენაკადზე ჰიდროელექტროსადგური „ბახვი-1 ჰესის“ მშენებლობა ბახმაროს კურორტის უნიკალურ სარეკრეაციო ზონას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

რიონი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2021
როგორ მიმდინარეობს ნამახვანი ჰესის მშენებლობა: წყალტუბოს მერიის კომენტარი

მომიტინგეთა თქმით, მშენებლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარის ხეობას, არამედ მთლიანად რეგიონის მდგრად განვითარებას.

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხელმოწერების შეგროვების ინიციატორია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.

„ამ სოლიდარობის გამოსახატად ბათუმში, თელავსა და თბილისში ვაგროვებთ ხელმოწერებს პეტიციისათვის და აუცილებლად გავაგრძელებთ ბახმაროს დაცვას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციები პარალელურად თელავსა და ბათუმში გაიმართა.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
ნათია თურნავა „ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს აქცია სახელწოდებით „ერთად გადავარჩინოთ ბახმარო“. მათი თქმით, საქართველო არის სეისმური ზონა, არსებობს საშიშროება, რომ იქ არსებული დამბა დაინგრეს, ხოლო რამდენიმე ახლომდებარე სოფელი მთლიანად დაიტბოროს.

შეთანხმება ჰესის მშენებლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ამერიკული კომპანია Cerberus Frontier-ს შორის გასული წლის აგვისტოში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად პროექტში 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, სადაც კურორტი ბახმარო მდებარეობს, ხორციელდება ხუთი კასკადური ჰესის მშენებლობა - ბახვი 1, 2, 3, 4, და 5.

„ბახვი 1“ ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე შენდება და საქართველოში ყველზე მაღალი ჰესი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0