ათასობით თბილისელი ორშაბათს უწყლოდ დარჩება

© photo: Sputnik / Stringerსარემონტო სამუშაოები
სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
გამოწერა
წყალმომარაგებაში შეფერხება გამოწვეულია სამუშაოებით, რომლებსაც თბილისის მერია საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისში ათასობით აბონენტს 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეუწყდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power-ის (GWP) განცხადებაში.

წყალმომარაგებაში შეფერხება გამოწვეულია სამუშაოებით, რომლებსაც თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

სემეკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2021
თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობას წყლის ტარიფი გაუძვირდა

ხვალ, 15 თებერვალს დღის 12:00 საათიდან 16 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონის ქუჩების ნაწილს, სოფელ დიღომს, დიღმის მასივის 1 კვარტალს, გლდანის რაიონში ზაჰესის და ავჭალის დასახლებებში.

ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

როგორც GWP-ს განცხადებაშია ნათქვამი, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი” ახორციელებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0