თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობას წყლის ტარიფი გაუძვირდა

© photo: Sputnikსემეკი
სემეკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ტარიფის განსხვავებას დაფარავს ამ ქალაქებში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სოციალურად დაუცველის ოფიციალური სტატუსი აქვთ

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მცხოვრებლებისთვის 2021 წლის 1 იანვრიდან წყლის ტარიფი გაძვირდა.

ნათურა - Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

წყალის გადასახადს ამ ქალაქის მცხოვრებლები ან მრიცხველის ჩვენების მიხედვით, ან სულადობის მიხედვით იხდიან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიის გადაწყვეტილებით:

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საყოფაცხოვრებო ტარიფები ახალი წლიდან დღგ-ის ჩათვლით არის:

  • გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის – 0.50 თეთრი/მ3
  • გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 4.518 ლარი/სულზე/თვეში
  • არასაყოფაცხოვრებო ტარიფები (კომერციული სექტორისთვის) დღგ-ის ჩათვლით – 6.503 ლარი/მ3.

რაც შეეხება „რუსთავის წყალს“, საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით არის:

  • გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1 მ³ – 0.50 თეთრი
  • გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 3.004 ლარი/სულზე/თვეში
  • არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით 1 მ³ – 3.703 ლარი.

ტარიფების მატება არ შეეხება ამ ქალაქების იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის ოფიციალური სტატუსი აქვთ. განსხვავებას ტირიფში მათ სახელმწიფო დაუფარავს.

ყველა ახალი ამბავი
0