პოლიციასთან დაპირისპირება "ქართული ოცნების" ოფისთან თბილისში – ვიდეო

გამოწერა
ხუთშაბათს, საღამოს „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, დააკავეს აქციის ორი მონაწილე. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები ადგილიდან.

თბილისის ცენტრში მორიგი „დაუმორჩილებლობის მარში“ გაიმართა ღამით გადაადგილების შეზღუდვის წინააღმდეგ. 

საპროტესტო აქცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
ხმაური და დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან - აქციაზე ახალი მოთხოვნები გაჟღერდა

აქცია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან გაიმართა. დემონსტრაცია არ იყო ხალხმრავალი, თუმცა საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა. მონაწილეები ანთებდნენ ფაიერებს და შენობის შესასვლელთან ასფალტზე ლოზუნგების დაწერას ცდილობდნენ.

მოგვიანებით მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს, ხოლო ერთი ადამიანი აქციის დროს შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო დახმარება გამოუძახეს.

საქართველოში ჯერ კიდევ ძალაშია საღამოს 9 საათის შემდეგ დილის 5-მდე ქუჩაში გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0