რატომ უნდა მიირთვათ შავი ლობიო: დიეტოლოგის რჩევა

CC0 / Pixabay / შავი და თეთრი ლობიო
შავი და თეთრი ლობიო - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
დიეტოლოგის თქმით, წითელი ხორცის რაციონიდან სრულად ამოღება, როგორც ამას ზოგი სპეციალისტი გვირჩევს, საჭირო არ არის

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ხორცის ნახევარფაბრიკატების (სოსისი, ძეხვი, ლორი, მზა კოტლეტი) ყოველდღიური მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის კიბოს, დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკს, აცხადებს დიეტოლოგი სვეტლანა ფუსი.

ყავა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
როგორ დავლიოთ ყავა ისე, რომ წონაში დავიკლოთ? დიეტოლოგის რჩევა

ამასთან ის ხაზს უსვამს, რომ წითელი ხორცი, რომელზე უარის თქმასაც გვირჩევს ზოგი სპეციალისტი, უამრავ საკვებ და ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან ნივთიერებას შეიცავს.

„ესენია სრულფასოვანი ცილაც და B ჯგუფის ვიტამინებიც, ასევე მინერალები: რკინა, თუთია, ფოსფორი. ამიტომ წითელი ხორცის გამორიცხვა რაციონიდან საჭირო არ არის“, — წერს დიეტოლოგი საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე.

ფუსის თქმით, უბრალოდ საჭიროა რაციონში ახალი ბოსტნეულის, ხილის, ნიგვზეულისა და პარკოსნების რაოდენობა გაიზარდოს, ხოლო ხორცის მოხმარება შემცირდეს.

  • სპეციალისტის განმარტებით, ცხოველური ცილების ჩასანაცვლებლად არსებობს მცენარეული ცილის კარგი წყაროები. მაგალითად, შავი ლობიო, რომელიც მდიდარია უჯრედისითა და ამინომჟავებით და პარკოსან კულტურებს შორის ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევა.

სვეტლანა ფუსის რეკომენდაციით, კარგი იქნება, ლობიოს მოხარშვამდე 10-12 საათით ჩავალბოთ მჟავე წყალში. ამ გზით შემცირდება ფიტინის მჟავის რაოდენობა, რომელიც ხელს უშლის კალციუმის, რკინისა და თუთიის უკეთ შეწოვას.

 

ყველა ახალი ამბავი
0