საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების დაბრუნების შესაძლებლობებს ეძებს

© photo: Georgian National Tourism Administration / FBშეხვედრა საუდის არაბეთის ელჩთან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში
შეხვედრა საუდის არაბეთის ელჩთან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის საკითხზე საუდის არაბეთის ელჩთან იმსჯელეს

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველო და საუდის არაბეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენას გეგმავენ, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ქართველ ტუროპერატორებს ტურიზმის უსაფრთხო გახსნის გეგმა გააცნეს>>

ეს თემა გახდა მსჯელობის მთავარი საგანი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მედეა ჯანიაშვილსა და საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩ აბდულა ალ-მუტაირის შეხვედრაზე.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმი სწრაფად და უსაფრთხოდ - სექტორის ხუთპუნქტიანი გეგმა

„საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების აღდგენას, ავიარეისების განახლებასა და უსაფრთხო მიმოსვლას“, – ნათქვამია განცხადებაში.

პანდემიამდე საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენდა. სპარსეთის ყურის ქვეყნების მსგავსად საუდის არაბეთიდან ჩამოსული ტურისტები მაღალმხარჯველიანობით გამოირჩევიან.

შემოსავლიანი ვიზიტორები საზღვარს უპრობლემოდ გადმოკვეთენ: მთავრობის ახალი ინიციატივა>>

საუდის არაბეთი 2019 წელს საქართველოში ჩამოსულ მოგზაურთა რაოდენობის მხრივ ტოპ–15 ქვეყანას შორის მე–12 ადგილზე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0