გირაოს გადახდის ვადა იწურება: რა ელის ნიკა მელიას

© Sputnik / STRINGERნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას 40 ათასი ლარის გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. პარასკევს იწურება ერთკვირიანი ვადა, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ მისცა პარლამენტის დეპუტატს და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას, თუმცა ის ბრალდების მხარის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.

5 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლით დაემუქრა.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
პროკურატურის მიმართვის შემთხვევაში პარლამენტი ნიკა მელიას საკითხზე იმსჯელებს

მელიას მხრიდან გირაოს გადახდაზე უარის შემდეგ საზოგადოებაში გავრცელდა მოსაზრება, რომ მის მაგივრად სხვამ შეიძლება შეიტანოს გირაო, რათა ის დაპატიმრებას გადაურჩეს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხა ბრალდებულს ან სხვა ნებისმიერ პირს, ბრალდებულის სახელით ან მის სასარგებლოდ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე“, - განმარტეს მსგავსი შესაძლებლობა პროკურატურაში.

ამასთან, გენპროკურატურა მიუთითებს, რომ გირაოს გადასახდელად თანხის შემტანი პირი უთითებს საქმის ნომერს, იმ პირის მონაცემებს, რომლის სასარგებლოდ შეაქვს გირაო, და სადეპოზიტო ანგარიშის ნომერს, რომელიც არის საჯარო, მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ცნობილია ბრალდებულისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2020
თბილისის სასამართლომ უგულავას და მელიას საქმეების განხილვა გადადო

„ნაცმოძრაობის“ ლიდერმა კი განაცხადა, რომ მის გარდა გირაოს სხვა ვერავინ ვერ გადაიხდის.

„ფიზიკურად შეუძლებელია, ნებისმიერმა მსურველმა გადაიხადოს თანხა, მეც კი, რომც მინდოდეს, რადგან თანხის გადასახდელად აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ბრალდებულს ან მის ადვოკატს“, - განაცხადა მელიამ.

თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ გირაოს გადახდისთვის კოდის წარდგენა საჭირო არაა.

უნიკალური კოდი არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის, აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

მმართველ პარტიაში მელიას განცხადებას სასაცილო უწოდეს.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2020
ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯურის ნაცვლად გირაო შეეფარდა

„სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ ბრალდებულს უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. ეს ძალიან კარგად იცის ნიკა მელიამ, ეს იციან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ამიტომ დადგეს ეს სპექტაკლი, თითქოს ჩვენ გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, რომ შეიტანოს სახაზინო კოდზე, შესაბამის ანგარიშზე ნიკა მელიას თანხა. ეს სასაცილოა, პარადოქსია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, პროკურატურის მიმართვის შემთხვევაში სწორედ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს გადაწყვეტილების მიღება მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ან სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნის შესახებ, რათა სასამართლომ მისი დაკავების და წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეძლოს.

ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ახლა პარლამენტს მეორედ მოუწევს მელიასთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთი მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა 10 ათასით გაუზარდეს.

ყველა ახალი ამბავი
0