ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე სატვირთოების მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnikკობი-გუდაურის მონაკვეთი
კობი-გუდაურის მონაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ყველაზე რთულ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში.

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერების) გამო გუშინ დაწესდა. ამჟამად ამ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
როდის დაიწყება საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივადაა დაშვებული.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0