როდის დაიწყება საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
მდინარე დებედაზე, „სადახლო-ბაგრატაშენის“ გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობის პროექტი ამ ეტაპზე მომზადების სტადიაზეა

თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტმა სომხეთ-საქართველოს „მეგობრობის ხიდის“ პროექტი წარმოადგინა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო და 2021 წლის შემოდგომაზე მდინარე დებედაზე, საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდი“ უნდა აღმართულიყო. მაგრამ პროექტის რეალიზება ტექნიკური მიზეზებით გადაიდო.

პროექტის რეალიზების ახალი თარიღი სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ სურენ პაპიკიანისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის შეხვედრაზე 2020 წლის 12 თებერვალს განიხილეს.

სომხეთ-საქართველოს საზღვარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2020
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი მუშაობას განაახლებს

სომხეთის მხარე მშენებლობის დაწყებას გასულ წელს გეგმავდა, თუმცა ვადებზე სხვადასხვა ფაქტორმა იქონია გავლენა: ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ, ქვეყნებს შორის საკანონმდებლო უთანხმოებამ და სომხეთში არსებულმა საომარმა ვითარებამ.

„ეს გახლავთ ახალი ხიდის საბოლოო სახე, რომელიც აშენდება მდინარე დებედაზე, „სადახლო-ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე“, - აღნიშნეს დეპარტამენტში.

„მეგობრობის ხიდი“ წარმოადგენს ორ ცალკე ხიდს ორივე მიმართულებით, თითოეულის სიგანე 11,85 მეტრია. ისინი ერთმანეთისგან ერთი მეტრით იქნება დაშორებული. მათი საერთო სიგანე 24,7 მეტრი იქნება.

პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია 32 მეტრის სიგრძის 5-მალიანი რკინაბეტონის კონსტრუქციების, ასევე, ხიდისკენ მიმავალი გზების აგება. თავად ხიდს ექნება განათება და წყალარინების სისტემა.

გზა ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
„ხსნის გვირაბი“ - სომხეთი მიესალმება გზის გაყვანის შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებას

რაც შეეხება მოქმედ ხიდს, ის შეკეთდება და საცობების შემთხვევაში მოძრაობის განტვირთვისთვის იქნება გამოყენებული.

მდინარე დებედაზე „მეგობრობის ხიდის“ ორმხრივი პროექტის იმპლემენტაცია ამ ეტაპზე მშენებლობისთვის მზადების სტადიაზეა. მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0