ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმს ესპანეთის კინოთეატრებში აჩვენებენ

© photo: Vladimir Tretyakoff / FBკადრი ფილმიდან „ანტონი“
კადრი ფილმიდან „ანტონი“ - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
ზაზა ურუშაძემ ფილმის ნახვა თავად ვერ მოასწრო – სურათი უკვე ქართველი რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ დაასრულეს.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმს „ანტონი“ 12 თებერვლიდან ესპანეთის კინოთეატრებში უჩვენებენ.

„ფილმის პრემიერა ესპანეთში უკვე გამოხატავს უდიდეს პატივისცემას ფილმის რეჟისორის ზაზა ურუშაძის მიმართ, რომელიც 2019 წლის 7 დეკემბერს 54 წლისა გარდაიცვალა. მშვიდად განისვენე“, – ნათქვამია კინოთეატრის განცხადებაში.

ფილმი მანდარინები - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2020
ესტონეთში ზაზა ურუშაძის ფილმებს აჩვენებენ

ფილმის სცენარი კანადელი მწერლის დეილ ეისლერის რომანის „ანტონი, მისი მეგობარი და რუსული რევოლუცია" მოტივებზე დაიწერა. ეისლერი გერმანელი კოლონისტების შთამომავალია და მან ნაწარმოები თავისი ბიძის მოგონებების მიხედვით დაწერა. მწერლის ბიძა მთავარი გმირის ანტონის პროტოტიპია.

„ანტონი" ისტორიული დრამაა. მოქმედება 1919 წელს ოდესასთან ახლოს, გერმანულ კოლონია გილდენდორფში ვითარდება, სადაც მშვიდად ცხოვრობს ერთი გერმანული ოჯახი – ნიკოლასი, კრისტინა და მათი შვილები: უფროსი იოჰანი, 10 წლის ანტონი და უმცროსი და ემა. მათ მშვიდობიან ყოფას ბოლშევიკების მოსვლა ანგრევს. გაბატონდა შიმშილი და სიკვდილი. ეს ყველაფერი ხდება ანტონისა და მისი მეგობრის, იაკობის თვალწინ – ბავშვების, რომლებიც ცხოვრებას მხოლოდ ახლა იწყებენ.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ უკრაინელი და გერმანელი მსახიობები ნიკიტა შლანჩაკი, ნიკიტა დზიადი, სებასტიან ეიტონი, ნატალია რიუმინა, სიმსონ ბუბელი და ტატიანა გრანჩიკი.

კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2019
ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმის პრემიერა ისრაელში შედგება

ფილმი „ანტონი" სამი ქვეყნის — საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის კოპროდუქციაა. გადაღებები მიმდინარეობდა უკრაინაში, გერმანიასა და საქართველოში. დამდგმელი ოპერატორია კანადაში მცხოვრები მიხაილ პეტრენკო.

ზაზა ურუშაძე - თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინორეჟისორია. 1982-1988 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. 2002-2004 წლებში ქართული ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იყო. ვარშავის 29-ე კინოფესტივალის ლაურეატია, სადაც მისმა ფილმმა „მანდარინები“ დაიმსახურა პრიზი „საუკეთესო რეჟისურისთვის“. რეჟისორის სხვა ნამუშევრებია „კატაპლექსია“ (1985), „ორი წვიმიანი დღე“ (1987), „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (1989), „აქ თენდება“ (1998), „სამი სახლი“ (2008).

ზაზა ურუშაძის გახმაურებული ფილმი „მანდარინები“ 2015 წელს ესტონეთის სახელით გახდა „ოსკარის“ ნომინანტი კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. ხოლო 2016 წელს ურუშაძის ფილმი გახდა ანტონიო გაუდის სახელობის კატალონიური პრემიის მფლობელი ნომინაციაში „საუკეთესო ევროპული ფილმი“.

ყველა ახალი ამბავი
0