ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმის პრემიერა ისრაელში შედგება

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი „ანტონი" სამი ქვეყნის — საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის კოპროდუქციაა. გადაღებები მიმდინარეობდა უკრაინაში, გერმანიასა და საქართველოში.

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. აწგარდაცვლილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის სრულმეტრაჟიანი ფილმ „ანტონის“ პრემიერა 21 დეკემბერს ისრაელში შედგება.

ფილმის გადაღებები 2018 წლის სექტემბერში დასრულდა. იგეგმებოდა, რომ ფილმის პრემიერა 2018 წლის ბოლოს — 2019 წლის დასაწყისში შედგებოდა.

ფილმის სცენარი კანადელი მწერლის დეილ ეისლერის რომანის „ანტონი, მისი მეგობარი და რუსული რევოლუცია" მოტივებზე დაიწერა. ეისლერი გერმანელი კოლონისტების შთამომავალია და მან ნაწარმოები თავისი ბიძის მოგონებების მიხედვით დაწერა. მწერლის ბიძა მთავარი გმირის ანტონის პროტოტიპია.

„ანტონი" ისტორიული დრამაა. მოქმედება 1919 წელს ოდესასთან ახლოს, გერმანიის კოლონია გილდენდორფში ვითარდება, სადაც მშვიდად ცხოვრობს ერთი გერმანული ოჯახი - ნიკოლასი, კრისტინა და მათი შვილები: უფროსი იოჰანი, 10 წლის ანტონი და უმცროსი და ემა. მათ მშვიდობიან ყოფას ბოლშევიკების მოსვლა ანგრევს. გაბატონდა შიმშილი და სიკვდილი. ეს ყველაფერი ხდება ანტონისა და მისი მეგობრის, იაკობის თვალწინ - ბავშვების, რომლებიც ცხოვრებას მხოლოდ ახლა იწყებენ.

თბილისის XX საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
დასახელდა თბილისის XX საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ უკრაინელი და გერმანელი მსახიობები ნიკიტა შლანჩაკი, მიკიტ დზიადი, ანტონ სებასტიანი, ნატალია რიუმინა, სიმსონ ბაბლი და ტეტეტია გრანჩიკი.

ფილმი „ანტონი" სამი ქვეყნის — საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის კოპროდუქციაა. გადაღებები მიმდინარეობდა უკრაინაში, გერმანიასა და საქართველოში. დამდგმელი ოპერატორია კანადაში მცხოვრები მიხაილ პეტრენკო.

„ანტონი" წარმოადგენს პროექტს, რომელმაც ეროვნული კინოცენტრის გრანტების კონკურსში გაიმარჯვა (სუბსიდირება 340 000 ლარის ოდენობით). filmneweurope.com-ის ინფორმაციით, ზაზა ურუშაძემ ამერიკული პარტნიორი კომპანიისგან ფილმისთვის 250 000 დოლარი მიიღო, უკრაინული პარტნიორი კომპანიისგან — 645 000 ევრო.

ზაზა ურუშაძე

ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ზაზა ურუშაძე - Sputnik საქართველო
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

ზაზა ურუშაძე - თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინორეჟისორია. 1982-1988 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. 2002-2004 წლებში ქართული ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იყო. ვარშავის 29-ე კინოფესტივალის ლაურეატია, სადაც მისმა ფილმმა „მანდარინები“ პრიზი „საუკეთესო რეჟისურისთვის“ დაიმსახურა. რეჟისორის სხვა ნამუშევრებია „კატაპლექსია“ (1985), „ორი წვიმიანი დღე“ (1987), „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (1989), „აქ თენდება“ (1998), „სამი სახლი“ (2008).

ზაზა ურუშაძის გახმაურებული ფილმი „მანდარინები“ 2015 წელს ესტონეთის სახელით გახდა „ოსკარის“ ნომინანტი კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. ხოლო 2016 წელს ურუშაძის ფილმი გახდა ანტონიო გაუდის სახელობის კატალონიური პრემიის მფლობელი ნომინაციაში „საუკეთესო ევროპული ფილმი“.

მიმდინარე წლის სექტემბერში ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში დაწერა. თანამდებობის წასვლის მიზეზად მან „არაჯანსაღი პროცესები“ და ინტრიგები დაასახელა.

ყველა ახალი ამბავი
0