როგორ დავლიოთ ყავა ისე, რომ წონაში დავიკლოთ? დიეტოლოგის რჩევა

CC0 / Pixaby / ყავა
ყავა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
ცნობილი დიეტოლოგის თქმით, ყავაში შემავალი „თხევადი“ კალორიები თითქოს შეუმჩნეველია, მაგრამ საბოლოოდ დიდ გავლენას ახდენს წონის კორექციაზე.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ყავის არასწორად სმამ შეიძლება ცხოვრება გაურთულოს იმ ადამიანებს, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს, აცხადებს დიეტოლოგი ოლგა დეკერი.

ყავა Starbucks - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
ფინჯანი ყავა და სიყრუე მამაკაცებში: მეცნიერული კვლევის შედეგი

სპეციალიტმა რამდენიმე რჩევა მისცა ყავის მოყვარულებს და განუმარტა, როგორ უნდა მიიღონ სასმელისგან მაქსიმალური სარგებელი.

დეკერის თქმით, ყავა შარდმდენი სასმელია – ის გამოდევნის წყალს, რომელიც ძალიან სჭირდება ორგანიზმს ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად და კარგი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. ამასთან, წყალი კვებავს ადამიანის უჯრედებს.

„ამიტომ თუ ყავა გიყვართ, თქვენთვის აუცილებელ წყლის ნორმას დღეში მიღებული ყავის მოცულობაც უნდა დაუმატოთ“, — წერს დიეტოლოგი საკუთარ Instagram-ზე.

ამასთან დეკერი ურჩევს ყავის მოყვარულებს – ჯანსაღ კვებაზე გადასვლის შემთხვევაში უარი არ თქვან სასმელზე. უბრალოდ ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ საკვების რაოდენობა ყავასთან ერთად არ აღემატებოდეს 350 მილიგრამს.  

ვისაც რძიანი ყავა უყვარს, მათ 2.5%-ზე მაღალი ცხიმიანობის რძე არ უნდა გამოიყენონ. უკეთესი იქნება, თუ ეს მცენარეული რძე იქნება, მაგალითად, ნუშის, კეშიუს ან სოიოსი.

  • „თუ ყავას დამატკბობელთან ან რძესთან ერთად სვამთ, არ დაგავიწყდეთ მათი კალორიულობის გათვალისწინება. ეს თხევადი კალორიები, როგორც წესი, შეუმჩნეველია, თუმცა წონის დაკლებას ხელს უშლის“, — ამბობს დეკერი.

ამასთან, რძიანი ან დამატკბობელიანი ყავა უშუალოდ ჭამის დროს უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჭამიდან ნახევარი თუ ერთი საათის გასვლის შემდეგ დალეული რძიანი ყავა სისხლში ინსულინის დონეს გაზრდის. ეს კი ძალიან ძლიერი ჰორმონია, რომელიც ხელს უშლის ცხიმების წვას.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური