როგორ ჩააქრეს ხანძარი ისტორიულ „თავლაში“ თბილისში - ვიდეო

გამოწერა
ისტორიულ „თავლაში“, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აშენდა, ოთხშაბათს ხანძარი გაჩნდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ მუშაობდნენ ადგილზე მეხანძრეები

ისტორიული შენობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, მდებარეობს მისამართზე წერეთლის გამზირი #56, „ელიავას“ ბაზრობის მახლობლად. 

ხანძარი „მეგალაინში“ - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია: დაშავდა ერთი ადამიანი

აალება შენობის უკანა ნაწილში, საწყობებში მოხდა. თვითმხილველების თქმით, საწყობებს ადრე ახლოს მდებარე ბაზრობაზე მოვაჭრეები საკუთარი საქონლის შესანახად ქირაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, ხანძრის ჩაქრობაში შვიდი ეკიპაჟი მონაწილეობდა. მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და ხანძარ მალე ჩააქრეს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით პოპულარული არქიტექტურული სტილია იმდროინდელი „მოდერნი“ ანუ „არტ-ნუვო“, სწორედ ის სტილი, რომლითაც 1909 წლის დაპროექტებით აშენდა „თავლა“. პროექტი არქიტექტორმა ნ.ობოლონსკიმ, ლეონ მანთაშევის დაკვეთით შეიმუშავა „სარბენი წრისათვის“.

ყველა ახალი ამბავი
0