სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია: დაშავდა ერთი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliხანძარი „მეგალაინში“
ხანძარი „მეგალაინში“ - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
სასაწყობე შენობაში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები სწრაფად გაუმკლავდნენ, მაგრამ საქონლის ნაწილი ჯერ ცეცხლმა, შემდეგ კი წყალმა გაანადგურა.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ერთი ადამიანი დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც სავაჭრო ცენტრ „მეგალაინთან“ მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

„მსუბუქად დაშავდა ერთი მოქალაქე, რომელმაც ხელზე მიიღო მცირედი დამწვრობა. გარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მანქანა გარეთ ეყენა და გადაყენების დროს მიიღო დაზიანება“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

ხანძარი გაჩნდა სასაწყობე ნაგებობაში, სადაც შერეული საქონელი ინახებოდა. საქონლის ნაწილი დაიწვა.

„არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0