თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. რუსეთში უცხოური სოციალური ქსელები უნდა დაიხუროს, ასეთი მოწოდებით გამოვიდა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ (Россия сегодня) და RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი Instagram-ში მისი პოსტის წაშლის შემდეგ.
მან მიამაგრა Telegram-ში იმ ტექსტის ლინკი, რომელიც Instagram-მა წაშალა.
„ერთადერთი სანქცია, რომელმაც შეიძლება გული მატკინოს - ესაა, მშობლიურ ყუბანში ჩასვლას თუ ამიკრძალავენ, სადაც აპრილში სოფლებში აყვავებული ალუბლის სურნელი ტრიალებს, სადაც ბრაზიანი ინდაურები დაბორიალობენ და მზესუმზირას ყიდიან მათი პატრონი დიასახლისები, რომლებთანაც შეგიძლია სკამზე ჩამოჯდე და განიხილო, რა უცნაური ამინდია - წვიმს თუ არ წვიმს, და როდის დაცხება უკვე...“, - ნათქვამია ამ პოსტში.
Instagram-მა დაბლოკა ასევე სიმონიანის პოსტი, სადაც იგი თავის ხელმომწერებს, რომლებიც დაბალ პენსიებს იღებენ, დახმარებას სთავაზობს.
ადრე სიმონიანი მოხვდა იმ 35 რუსეთის მოქალაქის სიაში, რომელთა წინააღმდეგაც კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა (ФБК) აშშ-ს სანქციების დაწესება შესთავაზა. უცხოური აგენტის მიერ შედგენილი პრიორიტეტული სია გამოაქვეყნა Washington Post-მა. ფონდის წერილის ადრესატი კი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული დაზვერვის დირექტორი არიან. წერილის ავტორი კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი ვლადიმირ აშურკოვია, რომელიც ბაიდენისადმი მიმართვაში აღნიშნავს, რომ 35-კაციანი სია ფონდმა ჯერ კიდევ მანამ მოამზადა, სანამ მისი დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან რუსეთში დაბრუნდებოდა. აშურკოვი აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვს სანქციების დაწესებას დასახელებულ პირთა წინააღმდეგ „კორუფციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის შეზღუდვის“ მიზნით. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამას წინათ განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა აშშ-ისადმი ამ მოწოდებით დე-იურე და დე-ფაქტო დემონსტრირება მოახდინა თავისი უცხოური აგენტის სტატუსის.
კორუფციასთან ბრძოლის ფონდი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს შეყვანილი ჰყავს არაკომერციულ ორგანიზაციათა რეესტრში, რომლებიც უცხოური აგენტის ფუნქციებს ასრულებენ.