ყურძნის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliყურძენი
ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ფერმერები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით „რთველი 2021“-ის ფარგლებში ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2020
გახარია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა

უწყების ინფორმაციით, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციით არის დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. კონტროლი ასევე განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც.

აღნიშნული საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ოთარ შამუგიამ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან თელავში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

შამუგიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან შეხვედრებს გამართავს. მათ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს გააცნობენ. 

ქვევრი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2020
ქართული ღვინო ექსპერტმა მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ხუთეულში დაასახელა

„მიმდინარე წელს იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა შამუგიამ.

როგორც შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ აღნიშნა, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „რთველი-2020“ რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა – ძირითადად კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

 

ყველა ახალი ამბავი
0