რა უნდა იცოდნენ გოგონების მამებმა: თუ გსურთ ბედნიერი შვილი გყავდეთ

CC BY-SA 2.0 / Quinn Dombrowski / Pile of daughtersმამა და ქალიშვილები
მამა და ქალიშვილები - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
მამობა ძნელია, შეიძლება იმაზე მეტად ძნელი, ვიდრე დედობა. მით უმეტეს, თუ გოგონას მამა ხართ. ხოლო თუ ორი და მეტი პრინცესა გეზრდებათ შინ, მაშინ კაცის პასუხისმგებლობა განუზომლად იმატებს.
წერილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2018
ახალგაზრდა ბებიის წერილი შვილიშვილს: „ეშმაკსაც წაუღია ასეთი სიყვარულიცა და მეგობრობაც“

რჩევები, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, სამი გოგონას მამის დაკვირვების ნაყოფია. კაცს წლების განმავლობაში გოგონების აღზრდით მიღებული ცოდნა ერთგვარ ტრაქტატად ჩამოუყალიბებია და სახელად უწოდებია „წესები კაცებისთვის, რომლებსაც გოგონები ჰყავთ“.

დიახ, ეს არის წესები ნამდვილი მამებისთვის.

წაიკითხეთ, გაიაზრეთ და, თუ გნებავთ, თავადაც დაამატეთ რამე.

  • მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც გეუბნება უფროსი ქალიშვილი. მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც გეუბნება შუათანა ქალიშვილი. მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც გეუბნება უმცროსი ქალიშვილი — მაშინაც კი, თუ ეს უაზრო ტიტინია. გამონახე დრო და ბოლომდე მოუსმინე ქალიშვილებს.
  • ყველა გოგონა ლამაზია. მიდი და, თუ მაგარი ხარ, არ გაუმეორო ეს მათ დღეში უთვალავმილიონჯერ.
  • შენ მამა ხარ. ნუ შეუცვლი ქალიშვილებს დედას. შენ შენი ფუნქციები გაქვს.
  • საერთოდ დაივიწყე მათთან ხმის აწევა. ნუ დააპროგრამებ მომავალ „სტერვას“. თუ მაინც აფეთქდი, მერე აუცილებლად მოუხადე ბოდიში — მშობლებიც ადამიანები არიან.
  • ყველა გოგონა პრინცესაა. ოჰ, გეამათ?! დაივიწყე სიამოვნება. ეძებე მუხუდოს მარცვალი და აღზარდე შენი ქალიშვილი პრინცესასავით. ეს უმძიმესი და ურთულესი სამუშაოა.
  • თუ უფროსი ქალიშვილი გირეკავთ, ნუ ფიქრობ, რომ მაინცდამაინც ფული უნდა გთხოვოთ. იქნებ, უბრალოდ, უფროსქალიშვილობა მოსწყინდა?
  • ჩახუტება ძალიან მნიშვნელოვანია. ის პატარაა (მიუხედავად იმისა, რომ უკვე 22 წლისაა), გარშემო კი უამრავი დიდი და საშიში რამეებია, რისგანაც მას დედიკოც კი ვერ დაიცავს. შენი ქალიშვილის სინაზე და სიყვარული — ეს გალაქტიკური მასშტაბის ენით აღუწერელი ფასეულობაა.
  • ყველგან თან მოგდევს, სადაც მიდიხარ — გარაჟშიც და თოვლის გადასახვეტადაც? მიეცი ორიოდე ჭანჭიკი და ქანჩი, ან პატარა ნიჩაბი და დარწმუნდები, რომ უფრო თავგამოდებული და დაუღლელი დამხმარის პოვნა შეუძლებელია.
  • შექმენი ტრადიცია: დაკეტე გარაჟის კარი (ან გაფცქვენი კარტოფილი, ან დაივარცხნე თმები აბაზანის შემდეგ) მხოლოდ ქალიშვილთან ერთად. თანაც ყოველთვის… ან თითქმის ყოველთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი საქმიანობაა.
  • გოგონამ უნდა იცოდეს, რომ მამა ყოველთვის დაიცავს. იქნება ეს საბავშვო ბაღში ჯგუფელ ბიჭუნასთან გამართული „ხელჩართული ბრძოლა“, თუ ქალაქის მეორე ბოლოში მდებარე საშიში უბნიდან შინ წაყვანის თხოვნა. გარჩევები — მერე. მთავარია დაცვა!!!
  • ყველა გოგოს აქვს უფლება, გავიდეს საზოგადოებაში მხოლოდ მამასთან ერთად — წავიდეს თუნდაც ცირკში… შენ რომ ცირკს ვერ იტან, ეს არავის აინტერესებს.
  • გიყვარს სამსახურის მერე დივანზე გორაობა და ფეხბურთის ყურება? მაშინ „შესვი“ შენი გოგონები ფეხბურთზე. წარმოდგენა არ გაქვს, რა საოცარია ქალი-გულშემატკივარი გვერდით. თანაც, მეორე ტელევიზორის ყიდვაც აღარ მოგიწევს.
  • ყველა გოგონას აქვს ტირილის უფლება — ისე, უმიზეზოდ ტირილისა და მერე შენს გამოსასვლელ პერანგზე ცრემლებისგან აზელილი კოსმეტიკის შეწმენდისა. თუ გოგონა შენთან სატირლად არ მორბის, ე.ი. რაღაც ისე ვერ არის. ისტერიკისთვის ცალკე კუთხე გამოყავით და ასეც დაარქვით: „საწუწუნო კუთხე“. იცოდეთ, რომ არავის უყვარს სპეციალურ ადგილზე ისტერიკის მოწყობა. ეს ფაქტია.
  • „ეს მინდა ჩავიცვა, ეგ კი არა!“ ჰოდა, ჩაიცვას, თუ, რა თქმა უნდა, ამინდი ამის საშუალებას იძლევა.
  • კაცებო, ნუ შეეცდებით გაიგოთ, რანაირად ახერხებს 4 წლის გოგონა თავისით გაერკვეს თხუთმეტი „პოდიუბკისა“ და ექვსი ტოპ-მოსასხამ-პელერინისგან შემდგარ სამოსში. ერთხელ ვცადე დახმარება, მაგრამ მივხვდი, რომ გოგონების ინსტიქტების წინააღმდეგ ვერ წახვალ. აი, შესაკრავების ამბავში კი შეგიძლიათ დაეხმაროთ. ეს ჩაცმის პროცესს აჩქარებს. თანაც, პრინცესაც კმაყოფილი დაგრჩებათ — იმიტომ რომ უვლით და ზრუნავთ მასზე.
  • არასდროს გათქვა საიდუმლო, რომელსაც ქალიშვილი გაგიზიარებს, მაშინაც კი, თუ პრინცესა თავად მოსდებს ამ ამბავს ქვეყანას.
  • და ბოლოს: ვინ გითხრა, რომ ყვავილები მხოლოდ მეუღლეს უნდა აჩუქო?
ყველა ახალი ამბავი
0