„მალე ყველაფერი გაიხსნება“: თენგიზ ცერცვაძე

© press-service of the Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
საქართველოში ეპიდვითარება სტაბილურდება და 28 ნოემბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ამ დროისთვის მოქმედი კოვიდშეზღუდვები ორ კვირაში-ერთ თვეში მოიხსნება, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

გიორგი გახარია ბიზნესმენებს შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გახარია მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა: შეხვედრის შედეგები

ქართველი ეპიდემიოლოგები აკვირდებიან კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეისათვის შეადგენს 3,09%-ს, ბოლო 14 დღის - 3,84%, ბოლო 7 დღის - 3,69%-ს. სწორედ ამ მაჩვენებლის დასტაბილურების შემდეგ, 1 თებერვლიდან საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ამ დროისათვის ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). რესტორნები კლიენტების მიღებას ღია სივრცეებში 15 თებერვლიდან შეძლებენ. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს, დანარჩენ ქალაქებში ეს 15 თებერვლიდან მოხდება.

 „ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში... საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ქვეყანამ დიდი ძალისხმევით მოახერხა ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. დღეს საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები შეზღუდვების ქალაქი და ქვეყანა ევროპასა და ამერიკაში… ძალიან დიდი საქმე იყო, რომ ტრანსპორტი ამოქმედდა. შემდეგ იგეგმება საკლასო ოთახებში სწავლის განახლება, რესტორნების გახსნა და ფაქტობრივად რჩება „კომენდანტის საათი“, – განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, მინიმალური შეზღუდვებია დარჩენილი, კომენდანტის საათი და ისიც მოიხსნება მოკლე დროში.

მთავრობის განცხადებით, თუ შემდგომში დადებითობის მაჩვენებლის შემცირების დინამიკა გაგრძელდება და ის 4%-ზე ნაკლებ ნიშნულზე შენარჩუნდება, შესაძლებელი გახდება სხვა შეზღუდვების მოხსნაც.

ჯერჯერობით ისევ მოქმედებს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.  

ყველა ახალი ამბავი
0