თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს მქონდა შესაძლებლობა, ვწვეოდი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, რომელსაც განხილვაში აქვს არაერთი საკითხი – ფინანსურიც, ასევე ორგანიზაციულ-სტუქტურული. მათ რეალური ხელშეწყობა ნამდვილად სჭირდებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ და საბალეტო დასის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.