თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისის ზღვის უბანში ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს, Sputnik-საქართველოს ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 63 წლის მამაკაცი თბილისის მკვიდრი იყო. ოჯახი მას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა.
გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს.
ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.